Gvenetadze1
Gvenetadze1 14 Mar 2019
0
watermark logo
loading...

Up next

Sf-x - Ar Gvaqvs Dro / არ გვაქვს დრო (Prod. HaruTune & Mad Man Lee)
12 Mar 2019
Sf-x - Ar Gvaqvs Dro / არ გვაქვს დრო (Prod. HaruTune & Mad Man Lee)
Gvenetadze1 · 2 Views

Sf-x - საქართველოდან (Prod. HaruTune)

4 Views
In Music

#Album - #თბილისიდან /#TbilisiDONE

ა ლ ბ ო მ ი ს ყ ი დ ვ ა !!!
https://zazanozadze.bandcamp.com/releases

Prod. by HaruTune

Mixing/Mastering: HaruTune Productions!

Track 23

Official Facebook page:
https://www.facebook.com/Director56/

Official Instagram page:
https://instagram.com/zazanozadze56

საქართველოდან

ყველა კუთხეს სოფელს, ყველა წინაპარს
ვინც გვშობეს, მერე თვალით არ გვინახავს
ვისი წყალობითაც დღეს შენ ვიღაც ხარ
ის გინახავდა შენ, შენ რას ინახავ
ვიცი არსი მრწამსის, ვიცი
ფასი მშობლის და შთამომავალი ვარ ვისი
ყვარელში ილიასი მხვდება ჩანახატი
და ათასი აზრი, სხვიტორში - აკაკი
რუსთავში შოთას კალამს ვინ შეუდარებს
ბოლნისში სულხან-საბას მოკითხვას უბარებს
მსოფლიოს ყავდეს ყველას თავის დედოფალი
ხოლო ჩემი დედოფალი - მეფეა და ქალი
თუ მემუქრებიან ნგრევით, მშვიდად ველი
- იღიმის ჩემში აღმაშენებელი
თუ ვინმე ენას მართმევს, მოსულა ცუდ დროს
- მე არა ჩემში ფარნავაზს გაესაუბროს!
ცხრა შვილის დედა და მანამდეც ქვრივი
და მარაბდის ჟლეტა და არავინ ტირის
ცხრავეს სიკვდილს ხედავს, თავის მიწის ფასად
შენც დამშვიდდი დედა, თუ შვილი წავა მსგავსად!
ქალი შიგნიდან ლამაზი, არა - გველის სამოსით
ძვირფასო, ბიჭებთან ვარ - არაგველი სამასი
ძვირფასო, მოვალ გვიან, მანამდე ლექსს გიტოვებ
მანამდე ვაჟა მქვია, ფშავში რომ მიპოვე
შენ ხომ გიყვარს ლექსი, იცი მისი ძალა
შენ მეძახი მეფეს, ემოციებს რომ ვერ მალავ
იქ სადაც იყო გალა, ნუთუ არ იციან
რომ თუ მეძახი მეფეს, ჩემი გვარი - ტაბიძეა!
გამოვიღვიძე აქ, მახსოვს დამატრიალა
- ცისფეყანწელებს რომ ავუწიე ფიალა
და ეხლა რასაც გწერ, აზრმა თავში რომ მომიარა
თითქოს ვიღაც მკარნახობს, აბა თავად კი არა..
ძვირფასო, მშვიდად აქ ვარ - ყაზბეგში ღამეს ვათევ
დილით ვდგებით ადრე - მე და ალექსანდრე
მერე დაისი, გეზი - ქუთაისი და რატომ?
- დავსვი კითხვა ვინ ვარ და კი არ მითხრას, მაგრძნობინოს ლადომ
ვუხდი კახს დიდ მადლობას დღეს
რომ არ ვუხდი ხარკს ბაბუაჩემის მკვლელს
მერე ისევ მონობიდან მონობა, კვლავ დავუძვერით
რითი გავუძელით, რა იყო საფუძველი
ჭავჭავაძე! სმენა!
„ენა, მამული და რწმენა!“
ჭავჭავაძე! სმენა!
„ენა, მამული და რწმენა!“
ერთობა და ძმობა ადგებოდა ერს
ერთობას და ძმობას ახვედრებდნენ მტერს
საუკეთესო თავდაცვა - სულ ომი, სულ ძარცვა
ჩვენ ვახვედრებდით - ვინც ვართ და რაც ვართ
ხომ გითხარი დედა, ნუ იტირებ მაშინ
თუ შვილი შენი მომკლეს აპრილის ცხრაში
შენ ხომ ზუსტად იცი, იქ რისთვის მივდიოდი
ნუ იტირებ, გთხოვ! - სიკვდილის წინ ვიღიმოდი!
რადგან დამიძახეს პირველად - თავისუფალი
ჩემს შვილს უთხარი, რომ მეც იქ ვიყავი
მას ხომ ვეღარავინ ეტყვის რომ - მონა არი
მისია მომავალი, მისიაა - მომავალი!
გილოცავ მორჩა ომი, ძლივს ომი შეწყდა
ვიკმაროთ ომი, ვიზრუნოთ ვინც შეგვრჩა
მამაჩემმა თუ დაამხო, რაც იყო დასამხობი
ჩემო ძმაო, ჩემს ძმასთან რა მაქვს გასაყოფი
ყოფდნენ ერთ თხილს ადრე ბაბუაჩვენები
ჩვენი წინაპრები, სხვა დანარჩენები
- ძალა ერთობაში, ერთობაშა ძალა!
ათასჯერ გვაჩვენებდნენ, ხომ არის ნაჩვენები!
ნეტავ, რას ფიქრობენ ისინი, ნამდვილი მამაცები
მე რომ გებრძვი შენ და შენ რომ მე მებრძვი
ჩემო ძმაო აქ ვარ - მე ჩემი ძმაკაცებით
შენც მაჩენე ძმობა და მერე მე ვიცი
ჩასაფრებული ვინც მისმენს, ვინც მისაფრდება
ჯერ გაანალიზე, თუ ამით ვის აკლდება
რატომ გსურს გამაქციო ან გამანადგურო
როცა ერთად უნდა ვცადოთ გაქცეული დავაბრუნოთ
ვაჩვენოთ, რომ მტრობა მხარდაჭერით შეიცვლება
მოკლედ დავაჯეროთ, რომ აქ ცხოვრებაც შეიძლება!
მიქრის წლები გადის - ფიქრი ემიგრანტის
- ყველასათვის ერი, ერი ყველასათვის!
ილია გვიბარებს - ხიდი გავამთელოთ
ჩატეხილი ხიდი - ანუ საქართველო
აკრძალული ხილი - უბრალოდ გადავთელოთ
რაც შეგვინარჩუნეს - უბრალოდ გავაგრძელოთ
ჩემო ძმაო, აჰა შენც ძმობის ხელი
ჯარისკაცო აქ ვარ, ჯარისკაცი გელი
მეგობარო ეგო შენშივე დააძინე
შენგან კი არ გააგდო, უბრალოდ გააცილე
ერთი გობით წყალს თუ სვამენ მეგობრები
ნუ ვიქნებით ერთმანეთის გემზე მეკობრეები
ჯერ დაკარგული ერთმანეთი დავიბრუნოთ ბევრმა
რომ დაკარგული დავიბრუნოთ ერმა!
მოკლედ, ჩემო ძმაო, გასაყოფი რა გვაქვს
ძლივს თავი გაგვაქვს, ილიას გვამი დაგვაქვს
ჭავჭავაძის მკვლელი დადის დღესაც, ის გასრისე
ჭავჭავაძის მკვლელი - ჭავჭავაძისვე გამზირზე!
ერთობის მოღალატე, თუნდაც ნათესავი
ძირს! ციხის შიგნიდან გამტეხავი
თორემ დღესაც რა გამოლევს იუდებს
ძმას რომ მტერს ოცდა-ათჯერ ოცდაათ ვერცხლად მიუგდებს
ვისაც შეეშალა - ერთი შანსიც კიდე
თუ ისევ შეეშალა უბრალოდ მოერიდე
ოღონდ თუ კი შეცდა ადამიანმა რომ იცის ხოლმე
შენც ხომ ცდები ხოლმე - გაგებით მოეკიდე
მხოლოდ ერთ ომს ვუერთდები საღად, ფხიზლად
ომს - რომელიც მშვიდობას ისახავს მიზნად
მხოლოდ ერთ ომს - ერთობისთვის ისიც
ყველა მებრძოლს - განურჩევლად იყოს ვისიც!
- ჩემს თბილისს და საქართველოს ყველა ქალაქს
ყველა კუთხეს სოფელს, მოკლედ მთელ ქვეყანას
შენს უბანს, ჩემს უბანს, ერთ უბანში
როცა ვნახავთ, ვქთვათ: ძალა ერთობაში!
მე ჩემი, სხვამ თავის, შენ შენი წილი
ძვირფასო, მე ვარ კარგად, როცა შენ იცინი
ძვირფასო, აქ ვარ უკვე, უკვე დაგიბრუნდი
და არა ერთადერთი - ერთიანი გუნდით!
მამა გავიგე შენი შვილი სკოლაშიც მისმენს
და იყავი მშვიდად ცუდს არავინ არ უბიძგებს
ცუდისაკენ არა, ვუსურვებთ განათლებას
შენს ოჯახს ღმერთის ძალას, შვილში გამართლებას!


ხოდა დროა ჟამი ჟამს
შვილს შენს უთხრა
- შური შორს, სჯობს!
მტრობა შობს მტრობას
მტრობა შორს!
მამი, შენს უფრო გაიგებს
ნამი ველს
ნამი ველს..

„თბილისიდან“

- 2018

Show more
loading...
Facebook Comments

Up next

Sf-x - Ar Gvaqvs Dro / არ გვაქვს დრო (Prod. HaruTune & Mad Man Lee)
12 Mar 2019
Sf-x - Ar Gvaqvs Dro / არ გვაქვს დრო (Prod. HaruTune & Mad Man Lee)
Gvenetadze1 · 2 Views