ნახეთ: ქანიე ვესთმა XXXTENTACION-ის პატივსაცემად ტანსაცმლის კოლექცია შექმნა
მოუსმინეთ: დინ ბლანტმა A$AP ROCKY-სთან ერთად ახალ ჩანაწერზე SOUL ON FIRE იმუშავა
Project K- ის სეზონის გრანდიოზული გახსნა!
Nikala ft Dzibela- არ ვაპირებ ძილს
KANYE WEST: მე და CHANCE THE RAPPER ერთობლივ ალბომზე GOOD ASS JOB ვმუშაობთ
ნახეთ: EMINEM-მა კომპოზიციაზე LUCKY YOU გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა
ეპოქალური ჰიპ ჰოპ არტისტი Eminem განაგრძობს მისი ახალგავრცელებული ალბომის Kamikaze პრომოუშენს და მსმენელს სინგლზე Lucky You გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. კომპოზიციაში მისი ახალგაზრდა კოლეგა Joyner Lucas მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერები IllaDaProducer, Boi-1da და Jahaan Sweet არიან.


ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეიბლში Interscope Records გაწევრიანების შემდეგ გახდა, როდესაც 1999 წელს კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი The Slim Shady LP გამოუშვა. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა. ჩანაწერი მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა. ემინემი პირველი რეპერი გახდა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

ემინემის მეცხრე ალბომი Revival, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. 2018 წლის 31 აგვისტოს კი მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე ახალი სტუდიური ჩანაწერი Kamikaze გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა. 



წყარო: popmusic.ge
скачать dle 12.1
13-09-2018, 16:11